კეთილი იყოს თქვენი მობრძანება gyma.ge ონლაინ მაღაზიაში !
1. ზოგადი დებულებები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და ინდ. მეწარმე ზაალ გეგეჭკორს შორის (პ/ნ 01006011423), რომელიც ოპერირებას უწევს gyma.ge-ის სახელწოდების მქონე ონლაინ მაღაზიას საქართველოში (შემდგომში „მოვაჭრე“) დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენს მიერ მოვაჭრის ვებგვერდის გამოყენებას.
პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც მოვაჭრე თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობების შესაბამისად. კომპანიის ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ვინაიდან, კლიენტს სურვილი აქვს გახსნას კომპანიის მიერ ოპერირებად პლატფორმაზე პირადი ანგარიში, რათა მიიღოს მომსახურება, მოვაჭრე და კლიენტი თანხმდებიან წინამდებარე ვებგვერდის წესებსა და პირობებზე, რომლის საფუძველზეც მოხდება კლიენტის მიერ ანგარიშის გახსნა, გამოყენება და მოვაჭრის მიერ კლიენტისთვის მომსახურებების გაწევა;
გთხოვთ, ვებგვერდის გამოყენებამდე/რეგისტრაციამდე ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს;
ყველა კლიენტი, რომელსაც სურს gyma.ge ონლაინ მაღაზიით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი წესები და პირობები;
მოვაჭრე უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში კლიენტის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე;
ნივთის/პროდუქტის შეკვეთით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ვებგვერდის წესებსა და პირობებს, მოვაჭრის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობებს, შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების პირობებს და შეძენილი ნივთის მიწოდების პირობებს.
2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე პირობებში გამოყენებულ ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
ანგარიში – კლიენტის მიერ ვებ-გვერდის საშუალებით რეგისტრირებული ანგარიში;
ავტორიზაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომა და მოიცავს წინამდებარე წესებისა და პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრულ ნებისმიერ ქმედებას;
ვებგვერდი –მოვაჭრის ონლაინ გვერდს, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება მომხმარებლის მიერ მომსახურების/ნივთის შეკვეთა და მოვაჭრის მიერ შემდგომი მომსახურების გაწევა;
გამოყენების წესები – ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს გამოყენების წესები შესაბამისი მითითებით მიიჩნევენ ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებენ კლიენტის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან;
კლიენტი/მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს მოვაჭრისაგან მიიღოს პლატფორმის საშუალებით შემოთავაზებული მომსახურება;
მოვაჭრე – ინდ. მეწარმე ზაალ გეგეჭკორი (პ/ნ 01006011423), ფაქტობრივი მისამართი, ქ. თბილისი, ილია კარტოზიას ქუჩა #21;
მომხმარებელი, მომხმარებლები –მოვაჭრის პლატფორმაზე რეგისტრირებული კლიენტი;
მხარეები – ნიშნავს მოვაჭრეს და მის მომხმარებლებს;
ოპერაცია – მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია;
უნივერსალური იდენტიფიკატორები – მოვაჭრის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა (მათ შორის, სახელი, გვარი და სხვა დამატებითი ინფორმაცია), რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს მოვაჭრის რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით;
წვდომის კოდ(ებ)ი – კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც მოვაჭრემ შესაძლოა მიაწოდოს კლიენტს სხვადასხვა მომსახურებასთან წვდომისათვის;
ხელშეკრულება – მომხმარებლებსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებს და მის დანართებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობებს. სადაც კონტექსტი ამის საშუალებას იძლევა, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები ნიშნავს მრავლობითს და პირიქით;
3. განცხადებები და გარანტიები წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
კლიენტი არის 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი;
გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს, პირობების დებულებათა არსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის რომ ხელი მოაწეროს და შეასრულოს წინამდებარე წესები და პირობებით ან მასთან გაფორმებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებებითა და განაცხადებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
გაეცნო წინამდებარე წესებსა და პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი;
მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება ადგილობრივ ან/და საერთაშორისო კანონმდებლობასთან;
მისი ქმედება არ არის/იქნება მიმართული მოვაჭრის ან/და ნებისმიერი მესამე პირის/მხარის მოტყუებისაკენ. აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით ხელშეკრულების დასადებად ან მის საფუძველზე და შესასრულებლად, მის მიერ მოვაჭრისთვის წარდგენილი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია მისი წარმოდგენის მომენტისათვის ასევე არის/იქნება უტყუარი, ზუსტი და სრული;
იგი კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე წესებითა და პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
თანახმაა, ეფექტური მომსახურების გაწევისა და შეთავაზების მიზნით, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, მოვაჭრემ მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები. უფრო დეტალურად ინფორმაციის მისაღებად გაეცანით მოვაჭრის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობებს;
მომხმარებელი დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს მოვაჭრეს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
მომხმარებელი ხელშეკრულებას დებს წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემულ განცხადებებზე, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და ადასტურებს, რომ წინამდებარე წესები და პირობები ხელშეკრულების(მის მიერ ვებგვერდზე განხორციელებული შეკვეთის) განუყოფელი ნაწილია შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია მოვაჭრის მიერ ხელშეკრულებითა და წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივად უარის სათქმელად;
4. მომხმარებლის ანგარიშის გახსნა და გამოყენება
მოვაჭრის პლატფორმით მომსახურებებით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს მოცემულ ვებგვერდის წესებსა და პირობებს, ხოლო ანგარიშის გახსნით ან/და ნივთის შეძენით ის ადასტურებს, რომ გაეცნო ვებგვერდის წესებსა და პირობებს, შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების პირობებს და შეძენილი ნივთის მიწოდების პირობებს და ეთანხმება მათ;
მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს;
მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. მოვაჭრე სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;
მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მოვაჭრის კლიენტთა მომსახურების ცენტრს ( და ასევე, საიტზე რეგისტრირებული ელ.ფოსტიდან გააკეთოს შესაბამისი შეტყობინება შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@gyma.ge, იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ დანაკარგთან/ზარალთან დაკავშირებით;
პირადი ანგარიშის გახსნით, მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ მის მიერ პირადი ანგარიშის გახსნით არ არღვევს არანაირ კანონს ან რეგულაციას. იგი ვალდებულია დაიცვას მოვაჭრის ინტერესები და აუნაზღაუროს მოვაჭრეს ყველა ზიანი, რომელიც მას მიადგა მომხმარებლის მიერ წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შედეგად;
მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. მოვაჭრე არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. მოვაჭრე უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა, ხოლო უარის შემთხვევაში, გააუქმოს შესაბამისი ანგარიში;
5. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
რეგისტრაციის/შეკვეთის განთავსების დროს მომხმარებელი ავსებს შემდეგ ველებს:
სახელი და გვარი;
ელ. ფოსტა;
პაროლი;
პაროლის დადასტურება;
გარდა ზემოაღნიშნულისა, მომხმარებელი პროფილის და შეკვეთის განთავსების გვერდზე ავსებს შემდეგ ინფორმაციას:
ნივთის მისაწოდებელ მისამართს, პირად ნომერს და ტელეფონს;
პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, კომპანიის მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით;
პაროლის აღდგენის პროცესში მომხმარებელს შეჰყავს ელ.ფოსტა, რომელზეც იგზავნება ერთჯერადი ბმული საიდანაც მომხმარებელი შეძლებს ახალი პაროლის დაყენებას;
მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი – ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება (ელ.ფოსტის და პაროლის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში;
6. ავტორიზაცია
ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის მომხმარებელი გადის ავტორიზაციას;
ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით;
7. მოვაჭრის მიერ შეთავაზებული პროდუქტები
მოცემული ვებ-გვერდის მეშვეობით მოვაჭრე მომხმარებელს შესთავაზებს მის ასორტიმენტში არსებულ საქონელთან დაკავშირებულ მომსახურებას;
8. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს მოვაჭრის პლატფორმის გამოყენება, რაც არ იწვევს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეწყვეტას;
9. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
ხელშეკრულება ძალაში შესვლის შემდგომ მოქმედებს მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის გაუქმებამდე;
კლიენტის მიერ ამ წესებითა და პირობებით და მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის სრულად და ჯეროვნად მოვაჭრისთვის გადახდა წარმოადგენს მისი ფულადი ვალდებულების შესრულებას;
10. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
მხარეთა მიერ, პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ქ. თბილისი;
ამ პირობებთან ან მის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება მხარეებს შორის მოლაპარაკების გზით;
იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებით დავის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა, დავა განიხილება საქართველოს სასამართლოების მიერ;
11. ერთიანი ხელშეკრულება
წინამდებარე წესები და პირობები მომსახურების განხორციელების პროცესში დადებულ სხვა ხელშეკრულებებთან (მათ შორის, შეკვეთა ან/და შეკვეთის მიღება) ერთად წამოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას.
შეკვეთის მიღება
- მომხმარებელს ნივთის შეძენა შეუძლია თანხის გადარიცხვით საბანკო ანგარიშზე. ასევე, შესაძლებელია ნივთის ღირებულების კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორების გზით გადახდა.
- •მოვაჭრე, საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან, არაუმეტეს ორი დღის განმავლობაში, ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლის შეკვეთის დამუშავება. ნივთის მომხმარებლისთვის მიწოდების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეკვეთის დამუშავებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეს.
- შეკვეთა დასრულებულად ითვლება ნივთის მომხმარებლისთვის ჩაბარებისთანავე.
- მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში შეკვეთა გაუქმდება და კლიენტს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.
- მომხმარებელი ვალდებულია, შეკვეთის მიღებისას მოახდინოს მისი ხარისხისა და მახასიათებლების შემოწმება.
- მოვაჭრე ვალდებულია მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს დამკვეთს შეკვეთასთან დაკავშირებული ყველა საბუთი.
- პროდუქციის ბარათით ყიდვის დროს, gyma.ge არ ინახავს თქვენს საბარათე მონაცემებს. ის გამისამართებთ “საქართველოს ბანკის” მიერ მხარდაჭერილ სპეციალურ გვერდზე, რომელიც იყენებს დაცულ სერვერსა და გადახდის მოდულს.
შეძენილი ნივთის მიწოდების პირობები
შეძენილ ნივთს მომხმარებელი თბილისის მასშტაბით მიიღებს 1-2 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონში 3-6 დღეში. ვებ გვერდის მეშვეობით შეძენილი საქონლის მიწოდება ხდება საკურიერო მომსახურების გზით. მიწოდება საქართველოს მასშტაბით არის უფასო.
მიწოდების დროსთან დაკავშირებით, მომხმარებელს წინასწარ უკავშირდება კურიერი და უთანხმდება მიტანის დროზე სატელეფონო საუბრის გზით. იმ შემთხვევაში, თუკი შეთანხმებულ დროს მომხმარებელი მიმწოდებლის კურიერს არ დახვდება მითითებულ მისამართზე, მომხმარებელი ჩაბარების მცდელობის ყოველი მომდევნო ანალოგიური შემთხვევისას დამატებით აანაზღაურებს საკურიერო მომსახურების საფასურს.
შეკვეთილი პროდუქტის მიღების დროს კურიერი არ არის ვალდებული დაელოდოს მომხმარებელს პროდუქტის შემოწმების დროს.
მომხმარებელი ვალდებულია მიღებისთანავე შეამოწმოს მის მიერ მიღებული ნივთი და თუ ნივთის მახასიათებლები არ შეესაბამება საიტზე მითითებულ მონაცემებს, ნივთს გააჩნია ქარხნული წუნი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, მყიდველი უნდა დაუკავშირდეს გამყიდველს (იხილეთ შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების პირობები).
თუ მომხმარებლისათვის შეკვეთილი პროდუქციის გადაცემის 3 (სამი) მცდელობა უშედეგოდ დასრულდება, მაშინ კომპანია უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა.
მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული სწორი/ზუსტი მისამართის ავთენტურობაზე. თუ მომხმარებელი მიუთითებს არასწორ მისამართს და კურიერი შესაბამისად ვერ შეძლებს პროდუქტის მიწოდებას არასწორი მისამართის მითითების გამო, მაშინ მყიდველს დაეკისრება ვალდებულება არასწორ მისამართზე მიტანის საფასური თავად გადაიხადოს.
პრეტენზიები და დავები
მხარეები აღნიშნავენ, რომ ეცდებიან ურთიერთნამშრომლობის ეტაპზე წარმოქმნილი ყოველგვარი დავის ან კონფლიქტის თავიდან აცილებას, ხოლო უთანხმოებათა გადაწყვეტას უზრუნველყოფენ ურთიერთმოლაპარაკების გზით.
კონსენსუსის მიუღწევლობის შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის არჩევით, წარმოქმნილი დავა გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

